Angie - ხელოვნური ინტელექტის (AI) WordPress-ისთვის Elementor-ის გუნდისგან

Angie - ხელოვნური ინტელექტის (AI) WordPress-ისთვის Elementor-ის გუნდისგან

Elementor-ის გუნდმა ახალი AI ხელსაწყოს ანონსი გააკეთა:

Angie by Elementor – ენჯი არის ხელოვნური ინტელექტის (AI) WordPress-ისთვის, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გაამარტივოს საიტების დამზადების პროცესი.

რას გვთავაზობს ენჯი? (Angie)

  • დავალებების შესრულება: შეგიძლიათ მიაწოდოთ Angie-ს კონკრეტული დავალება, მაგალითად, ახალი პროდუქტების ან გვერდების დამატება, გამოსახულებების განახლება ან სთხოვოთ ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა.
  • ინტეგრაცია: Angie ინტეგრირებულია Elementor-თან, Gutenberg-თან, WooCommerce-თან.

და მაინც, რატომ მგონია, რომ ეს ინსტრუმენტები ამ ეტაპზე ძალიან აბნევს ყველა დამწყებს? თითქოს გამარტივებაზე არის საუბარი, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან ხშირად, დავალების მიცემისას იმდენი დეტალის მიწოდება არის საჭირო, დაკონკრეტება და იმაზე ფიქრი რომ არასწორად არ გაიგოს, რომ ზოგჯერ უბრალოდ მირჩევნია მე თვითონ გავაკეთო და კი, მერწმუნეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მე უფრო სწრაფად ვაკეთებ – რადგან არ მიწევს “დეტალური ფორმულირება” ვიცი რა არის საჭირო, ვიცი რა მინდა და ვიცი როგორ გავაკეთო თქვენ რას ფიქრობთ? თქვენც ხომ ასე ხართ?

წინა ჩანაწერი
Divi 5 – WooCommerce-სთვის დაგეგმილი 25 მოდულიდან 17 მოდული უკვე მზად არის
შემდეგი ჩანაწერი
Welowe – Nonprofit Charity WordPress Theme

ფასიანი და უფასო სასწავლო მასალა მათთვის, ვისაც WordPress-ის სწავლა უნდა

© 2025 ისწავლე WordPress